logo
ENG



რეზოლუცია "ყველა კრიტერიუმის შესრულების" პირობით სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს

09 ივნ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/09/0kc6qos6chxv9bm.jpg

ევროპარლამენტის მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს, ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ იმუშაონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე, "იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის საბოლოოდ ტექსტი ჯერ გამოქვეყნებული არაა.

"გამოვხატავთ რწმენას, რომ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და ამიტომაც მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს იმუშაონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების პრინციპზე საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია.

დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს. 

რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა. 


close დახურვა